თავდასხმისა და ყაჩაღობის ბრალდებით, იტალიაში, 33 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებული 1991 წელს დაბადებული დათო ადეიშვილ-თავართქილაძეა.
როგორც ცნობილია, ის ადგილობრივ დაჯგუფებასთან ერთად მოქმედებდა - ისინი თავს ყოფილ დამსაქმებელს დაესხნენ, სცემეს ისიც და მისი მეუღლე და შვილიც. ცნობილია, რომ შემთხვევა ოჯახში, ბავშვების თანდასწრებით, მოხდა.
როგორც ირკვევა, თავდასხმის მიზეზი სახლიდან ძვირფასი ნივთებისა და ფულის გატანა იყო.
დაკავებულს თავისუფლების 17 წლით აღკვეთა ემუქრება.