logo
ENG



თავდაცვის კონფერენციის დაწყებამდე სასტუმროში საევაკუაციო სიგნალი ჩაირთო

06 ნოე 201909:49
3 წუთის საკითხავი
 
u0np10yxqrwpo7q.png

ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე, სასტუმრო „ჰილტონში“ საევაკუაციო განგაში ჩაირთო, რის გამოც კონფერენციის მონაწილეებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

ინციდენტი 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მოგვიანებით სასტუმროს ადმინისტრაციამ განმარტა, რომ განგაში სამზარეულოში საუზმის მომზადებით გამოწვეულმა დაკვამლიანებამ გამოიწვია. 

ამ წუთებში შენობაში ყოფნა უსაფრთხოა და კონფერენცია იწყება. ღონისძიებაზე საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესსა და გაწევრიანების პერსპექტივებზე, ჰიბრიდულ საფრთხებსა და საქართველოს სტრატეგიულ მზადყოფნაზე ისაუბრებენ. 


close დახურვა