logo
ENG



თავდაცვის სამინისტრომ ახალი სპეცტექნიკა შეიძინა

22 ივნ 202016:32
3 წუთის საკითხავი
 

თავდაცვის ძალები მსოფლიოს ლიდერი კომპანიების მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ტექნიკით აღიჭურვება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს თავდაცვის ძალებს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი სპეცტექნიკა ექნებათ. 

თავდაცვის სამინისტრო პროექტის ფარგლებში 500-ზე მეტ ერთეულ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას შეიძენს.

ახალი სპეცტექნიკის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი დღეს თავდაცვის სამინისტროსა და გამარჯვებული მომწოდებელი კომპანიების ხელმძღვანელებმა მოაწერეს.

"რამდენიმე თვეში თავდაცვის ძალებს ექნებათ თანამედროვე, ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების, მსოფლიო ბრენდების საუკეთესო სპეცტექნიკა. ახალი თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიზანია ავამაღლოთ ჩვენი ჯარის მზადყოფნა", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


close დახურვა