თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ქუჩები პარალიზებულია. მმართველი პარტია აქცია კონცერტისთვის ემზადება. პარტიული აქტივი და საჯარო სექტორში დასაქმებული მოქალაქეები დედაქალაქისკენ ორგანიზებულად მოჰყავთ.
ზეიმის ოფიციალური მიზეზი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობაა, თუმცა პოლიტიკურ სპექტრში ყველა თანხმდება, რომ „ქართული ოცნება“ ამ საყოველთაო მობილიზაციით ძალის დემონსტრირებას ცდილობს.