logo
ENG



თათუშა არველაძე: რუსული ნარატივი ჩვენი ხელისუფლების ნარატივს ჰგავს

12 აგვ 202001:32
3 წუთის საკითხავი
 
37g32kdsnnnhj9o.png

"იმდენად ჰგავს რუსული ნარატივი და ჩვენი ხელისუფლების ერთმანეთს, ხშირად რთულია გაარჩიო, გავრილოვის ნათქვამია თუ პარლამენტის თავმჯდომარის", - ამის შესახებ განცხადებას გადაცემა "პლატფორმაში" თათუშა არველაძე აკეთებს. მისი განცხადებით, რუსული აგრესიის და მცოცავი ოკუპაციის პირობებშიც კი, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი საერთაშორისო რადარებიდან საერთოდ გამქრალია. 

არველაძის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოს თავისუფალი მომავალი ჰქონდეს, საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია უნდა შევძლოთ.

„ზუსტად ეს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა განცხადებებსაც ვუყურებ და რომლებიც აქტიურად გვიმეორებენ, თუ როგორ წამოვეგეთ პროვოკაციაზე, როგორც დავიწყეთ ომი. არაგონივრული ნაბიჯი იყო თურმე "ომის დაწყება" ან ამ ომში ჩართვა, ზუსტად ეს ადამიანები არიან პასუხისმგებელნი და მათი ბრალეულობაა ის, რომ მუდმივი რუსული აგრესიის და მცოცავი ოკუპაციის პირობებშიც კი, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი საერთოდ გამქრალია საერთაშორისო რადარებიდან.

მიუხედავად ჩვენი მთავრობის ლოიალური დამოკიდებულებისა, რუსეთს საქართველოში დღესაც აგრესიული პოლიტიკა აქვს. იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს თავისუფალი მომავალი, საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია უნდა შევძლოთ. ამას აბსოლუტურად უგულებელყოფენ, საერთოდ არ ვარსებობთ დღის წესრიგში. სადაც რუსეთის აგრესიაზე საუბრობენ, იქ უკრაინა აუცილებლად არ ფიგურირებს, როგორც მთავარ პრიორიტეტი და მანდაც კი ბოლო ორი წელია აქტიურად ვაკვირდები, რომ ბოლოს ფორმალურად თუ გვახსენეს. ეს არის ტრაგედია", - განაცხადა თათუშა არველაძემ.

გადაცემა "პლატფორმა" ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ყოველ სამშაბათს, 22:30 საათზე გადის.


close დახურვა