ჩვენ არჩევნებისთვის ვემზადებით ყოველთვის, არჩევნების დასრულების დღიდან - მოქალაქეები ელოდებიან იმას, რა პირობაც მივეცით, ელოდებიან პროგრესს. წარმატებული ხელისუფლება და გუნდი არჩევნებისთვის ემზადება გამარჯვების მეორე დღიდან. საქმე, რომელსაც ვაკეთებთ ისაა, რასაც დავპირდით მოქალაქეებს და დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ საქმით შეგვაფასებენ შემდეგ არჩევნებზე.
რაც შეეხება კანდიდატურებს და სიებს შემდეგი არჩევნებისთვის, ამაზე ნაადრევია განცხადებების გაკეთება, განსაკუთრებით მერობის კანდიდატურებზე, თუმცა გპირდებით, რომ ამაზე გექნებათ მეტი ინფორმაცია.