საოკუპაციო ხაზთან დღეს ამერიკელი კონგრესმენები ჩავლენ. კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ალექს მუნი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობიან. სოფლების მონახულებამდე კი კონგრესმენებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააცნო.
თალაკვაძის თქმით, საქართველო სტრატეგიულად მზადაა ნატო-ში გასაწევრიანებლად.
„მოგეხსენებათ, უპრეცედენტოდ მაღალია საქართველოს მიმართ ამერიკის მხარდაჭერა, ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში გავწევრიანდეთ ნატო-ში. ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით და ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებზე," - განაცხადა თალაკვაძემ.
კინზინგერმა და მუნმა აღნიშნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს, ასევე მიესალმებიან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.