logo
ENG



თალაკვაძე ბოკერიას დაკითხვაზე: ამას პოლიტიკურ დევნად ვერ ჩავთვლი

16 დეკ 201909:51
3 წუთის საკითხავი
 
pi0nciwx0q47w3k.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ ზეწოლად არ მიიჩენვს. განცხადება ამის სესახებ არჩილ თალაკვაძემ  სასტუმრო „ბილტმორში“ გააკეთა, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია მიმდინარეობს. სხდომის გახსნამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეა და პირადად დაინტერესდება ბოკერიას საქმით.

„როდესაც არის კითხვები პარლამენტის წევრმაც უნდა უპასუხოს ამ კითხვებს, შესაბამისად, ამას პოლიტიკურ დევნად ვერ ჩავთვლი, როდესაც ადამიანს უსვამენ კითხვებს, მან ამ კითხვებს უნდა უპასუხოს, ეს არის კანონის უზენაესობის. ჩვენც ყურადღებას მივაქცევთ ამ თემას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერია საგამოძიებო უწყებაში დღეს  დაიბარეს. უწყებაში მისი დაბარება, სავარაუდოდ, იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა. საუბარია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის შესაძლო ფაქტზე.

 


close დახურვა