პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება იყო. კომიტეტის წევრები მხარეებს შორის მიღწეულ კონსენსუსს, დემოკრატიული განვითარებისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.