logo
ENG



თალაკვაძე სააკაშვილზე: ჰამოვიდეს, ვერაფერს ვიზამთ

27 აგვ 202018:33
3 წუთის საკითხავი
 
8e35uz3o94kusac.jpeg

"ჰამოვიდეს, ვერაფერს ვიზამთ", - ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებს.

მისი თქმით, "ერთი და იგივე სერიას ვუყურებთ, როდესაც ყოველი არჩევნების წინ სააკაშვილი გამოდის და თავის შემცირებულ მხარდამჭერებს ეუბნება, რომ ის დაბრუნდება".

"ჰამოვიდეს, არ არის პრობლემა. მას, პირველ რიგში, ელოდება რეფორმირებული მართლმსაჯულება და შემდეგ უკვე პოლიტიკური პროცესი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი მისი თანამებრძოლი, როგორც ჩანს, მასზე ძალიან გაბრაზებულია, თუმცა, თუ ის მაინც შეძლებს და მოძებნის ძალას იმისთვის, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში, აქ დახვდება თვისობრივად განსხვავებული სახელმწიფო. 

მრავალი პროგრესული ცვლილება არის ქვეყანაში. ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების ქვეყანა, ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩვენ ყველა მის განვითარებაზე ვზრუნავთ. სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქე. ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე გაცვალა. როგორც ჩანს, ძალიან უბედურად გრძნობს თავს უკრაინაში და სურს, დაბრუნდეს საქართველოში", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, სააკაშვილმა ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის წარსულში დაშვებული შეცდომებისთვის ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.


close დახურვა