საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ კონსტიტუციით გათვალისწინებულ შეზუდვებს განმარტავს და მთავრობის მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციებზე საუბრობს. მისი თქმით, ერთი თვით ამოქმედდა შემდეგი ცვლილებები:
"საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლთან მიმართებით, მთავრობას უფლება ეძლევა იზოლაციის ან კარანტის დამრღვევი პირის მიმართ გამოიყენოს შესაბამისი ზომები. კონსიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით მთავრობას უფლება ეძლევა დაადგინოს იზოლაციისა და კარანტინის ზომები; შეაჩეროს სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა გარკვეული შემთხვევებისა; დაარეგულიროს მგზავრთა გადაყვანა საქართველოს ტერიტორიაზე და ტვირთების გადაზიდვა. მე-15 მუხლთან მიმართებით პენიტენციურ დაწესებულებაში იზღუდება პატიმრებთან პაემნის უფლება, მე-18 მუხლთან მიმართებით კი მთავრობას უფლება ეძლევა განსაზღვროს ადმინისტრაციული საქმის წარმოებისა და საჯარო სერვისების განსხვავებული წესები. კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებით აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკური და იურიდიული პირების ქონება და მატერიალური საშუალებები. 21-ე მუხლთან მიმართებით მთავრობას უფლება ეძლევა შეზღუდოს ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა მთავრობის დადგენილების გამონაკლისი შემთხვევებისა. კონსტიტუციის 26-ე მუხლთან დაკავშირებით საქართველოს დადგენილებით გათვალისწინებულ კერძო სამართლის სუბიექტებს აეკრძალოთ, შეეზღუდოთ ფიზიკური პირების მიმართ და საჯარო დაწესებულებების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური დაცვის სპეციალური რეჟიმები, უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, სამედიცინო პრეპარატებზე, მომსახურებასა და პირველადი მოხმარების ფასების რეგულირებაზე, დაადგინოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების შესახებ განსხვავებული წესები და პირობები. საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს სამედიცინო განათლების მობილიზაცია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი ერთხმად დაუჭირა. გადაწყვეტილება საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ცოტა ხნის წინ მიიღო.