logo
ENG



თამაზ ელიზბარაშვილმა პატიმრობაში შიმშილობა დაიწყო და დედასთან დარეკვა მოითხოვა

28 სექ 202612:24
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/28/pahh6straeo90co.png

დაკავებული ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავიდა და დილიდან შიმშილობა დაიწყო. მისი განცხადებით, პროკურატურამ 84 წლის ლოგინად ჩავარდნილ ავადმყოფ დედასთან სატელეფონო საუბარი აუკრძალა, რასაც მკაცრად აპროტესტებს. ელიზბარაშვილის თქმით, შიმშილობის შეწყვეტას ორი ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ აპირებს: მიეცეს დედასთან დარეკვის უფლება და ჩაუტარდეს სასწრაფო ოპერაცია დაზიანებულ მუხლზე.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ მუხლის მძიმე დაზიანება მას „ტვ იმედის“ თანამშრომელმა რესტორანში მიაყენა და საოპერაციო მდგომარეობაშია. ადვოკატმა პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობას შესაბამისი სამედიცინო ცნობაც (ფორმა-100) წარუდგინა, თუმცა, მისი თქმით, ციხის მთავარი ექიმისა და იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მხრიდან რეაგირება ნულია და მას საშინელი ტკივილები აწუხებს.

ცნობისთვის, თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს საკუთარი სახლის ჩხრეკისას დააკავეს. 3 სექტემბერს პროკურატურამ მას მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით ბრალდება წარუდგინა. საქმეში შვიდი დაზარალებულია, თავად ელიზბარაშვილი კი ბრალს არ აღიარებს და მომხდარს პოლიტიკურ პროვოკაციად აფასებს.


close დახურვა