logo
ENG



თამარ გაბუნია პლაზმით მკურნალობაზე: პროტოკოლში ამასთან დაკავშირებით ცვლილებები არაა

13 მაი 202015:12
3 წუთის საკითხავი
 
2ei1p1lkz9fiy1x.png

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე კორონავირუსის პლაზმით მკურნალობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული მეთოდი პროტოკოლში არ არის შეტანილი.

გაბუნიას თქმით, თუ პლაზმით მკურნალობა განისაზღვრება როგორც სტანდარტული მეთოდი და კონკრეტულად, სპეციფიკური მეთოდი კოვიდის მკურნალობაში, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მისი პროტოკოლში ასახვა. 

„განკურნებული ადამიანების პლაზმის ეფექტურობაზე მონაცემები გლობალურად გარკვეულწილად არსებობს. ეს მეთოდი გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში ეთიკის კომისიის დასტურით. პროტოკოლში ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ცვლილებები არ არის.

პროტოკოლი აღწერს სტანდარტულ მკურნალობას. ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარია ერთეული პაციენტებისთვის კონკრეტული მეთოდის გამოყენებაზე, ეთიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ შემთხვევაში ეს შესაძლებელია მოხდეს დამოუკიდებლად, კლინიკური საიტების მიერ, ისე, რომ არ ჰქონდეს ამის სტანდარტულ ასახვას ადგილი პროტოკოლის დონეზე. თუ პლაზმით მკურნალობა განისაზღვრება როგორც სტანდარტული მეთოდი და კონკრეტულად, სპეციფიკური მეთოდი კოვიდის მკურნალობაში, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მისი პროტოკოლში ასახვა“, - განაცხადა გაბუნიამ. 


close დახურვა