"რესპუბლიკური პარტიის" წევრი თამარ კორძაია დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა საზოგადოების დაშინებაა.
როგორც მან გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" განმარტა, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები აღნიშნულს ადასტურებს, რაც პირდაპირ მოქალაქეებზეც აისახება.
"მიზანია საზოგადოების დაშინება. როცა მოქალაქეები უყურებენ, რომ გიგი უგულავა, რომელმაც მოიხადა სასჯელი, შეიძლება კვლავ საპატიმროში შეაბრუნონ, ასევე, როცა ნიკა მელიას, რომელიც გახლდათ პარლამენტის წევრი, თვითნებურად შეუწყვიტეს იმუნიტეტი, რიგით მოქალაქეს უჩნდება განცდა, რომ მათ უფლებებს მით უმეტეს ვინ დაიცავს. თუმცა წარმოუდგენელია ივანიშვილმა ყველა დაიჭიროს და მოქალაქეებს ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების იმედი მოუსპოს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ენერგია ივანიშვილის საწინააღმდეგოდ იმუშავეს და ეს დადასტურდება არჩევნების დღეს",-განაცხადა კორძაიამ.