"10 მილიარდზე მეტი დახმარება ჩვენ ამერიკელმა ხალხმა მოგვცა",- ასე გამოეხმაურა "რესპუბლიკური პარტიის" წევრი მიმდინარე პოლიტიკურ დაძაბულობას ქვეყანაში. როგორც მან გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა სოფო ზურაბიანთან" განმარტა, დღეს გასანკუთრებით მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია.
"ესაა მათი მხარდაჭერა დემოკრატიის განვითარებაში და ასევე გულისტკივილი, რომ საქართველოს მოქალაქეებსაც აქვთ სამყაროში დემოკრატიულად განვითარების უფლება. ამიტომ, ჩვენ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულნი ვართ საკუთარი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ ამ ქვეყანაში მილიარდობით ფული ჩაიდო და ამ ფონზე ვართ იმ რეალობის წინაშე რომ ერთ ადამიანს, უნდა ჩაიგდოს ეს ხელისუფლება და საერთოდ დაგვავიწყოს რა არის დემოკრატია. ამ ფონზე ვალდებულნი კი ვართ, ჩავიდეთ ამერიკაში და ავუხსნათ ვითარება. კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ მათი დახმარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია",-განმარტა კორძაიამ.