ფედერალისტების ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატზე არჩილ გორდულაძეზე დაწერილი Facebook-ის პოსტის გამო 5 000 ლარით დააჯარიმეს.
"სამწუხაროდ არ დამაპატიმრეს. შსს-მ ჯარიმა მოითხოვა და 5 000 ლარიანი ჯარიმა დამადეს. ამ ფულს ამოვიღებ სტრასბურგით!", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
საუბარია თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ 9 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც ის არჩილ გორდულაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
