logo
ENG



თარხნიშვილი: პარლამენტის სხდომის გახსნის დღეს შეიძლება, სიმბოლური აქცია ჩავატაროთ

27 ნოე 202012:44
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, ოპოზიცია განიხილავს შემდგომ მოქმედებას, მათ შორის, რა ფორმით გააპროტესტებენ პარლამენტის სხდომის გახსნას. მისივე ცნობით, ამ დღეს, შესაძლოა, არა მასობრივი, არამედ სიმბოლური აქცია გამართონ.

ამ საკითხებზე სამსჯელოდ ოპოზიციის ლიდერები დღეს, 27 ნოემბერს ლელოს ოფისში შეიკრიბნენ. 

"განიხილება სხვადასხვა ვარიანტი, როგორც სიმბოლური აქცია, ისე სხვადასხვა ტიპის აქციები. ამას უახლოეს დღეებში დავადგენთ.

პარლამენტის დღეს შეიძლება იყოს  არამასობრივი. სიმბოლური აქცია. ეს, ალბათ, ყველა ვარიანტში იქნება. 

დღეს ამისთვის შევიკრიბეთ, რათა განვიხილოთ, როგორ გაგრძელდება მოქმედება", - თქვა ლევან თარხნიშვილმა.  

28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი ფართომასშტაბიანი შეზღუდვები შედის ძალაში. შეზღუდვები მათ შორის ეხება ტრანსპორტს, იზრდება კომენდანტის საათის დროც.


close დახურვა