logo
ENG



თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერება არ იგეგმება

27 თებ 202014:10
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, დედაქალაქის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერება არ იგეგმება. როგორც გვანცელაძემ განმარტა, ჰიგიენური ნორმების დაცვა ბაღებში გრძელდება.

„ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და ჩვენ სააღმზრდელო პროცესს არ ვწყვეტთ. რაც შეეხება კონკრეტულ აქტივობებს, ჩვენ ვაწარმოებთ საინფორმაციო კამპანიას, თუ რა აქტივობები უნდა განახორციელონ როგორც ჩვენს დაწესებულებებში, ასევე მშობლებმა. ვრცელდება სხვადასხვა ფლაერები და ვაწვდით რეკომენდაციებს მშობლებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვეულებრივ ვაგრძელებთ ჰიგიენური ნორმების დაცვას ბაღებში. დღის განმავლობაში რამდენჯერმე ნიავდება ოთახები, ტარდება დეზინფექცია და სხვადასხვა აქტივობები, რომელიც სჭირდება ჰიგიენის დაცვას”,- განაცხადა გვანცელაძემ.

ამასთან, სწავლის შეწყვეტის საფუძველს ვერ ხედავს განათლების სამინისტროც, თუმცა უწყება სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოშო კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოდიოდა, რა დროსაც ის საზღვრიდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 


close დახურვა