logo
ENG



თბილისის ზღვის ჰოსპიტალის მედპერსონალიდან 2-ს კორონავირუსი დაუდასტურდა

06 აპრ 202011:32
3 წუთის საკითხავი
clock 627
6bpbdvze5t24ju7.jpg

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის მედპერსონალიდან 2-ს კორონავირუსი დაუდასტურდა-ინფორმაციას  ამის შესახებ ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარეხი ბექაია ადასტურებს, მისი თქმით ყველა პირი, ვისაც დაავადებულ მედპერსონალთან სეხება ჰქონდა, ასევე, პაციენტები, კარანტინში არიან გადაყვანილი.

"ამჟამად, კლინიკაში 50 პაციენტი მკურნალობს, გუშინ მოღებული პაციენტებიდან 38 პაციენტის ანალიზი გაგზავნილი იყო ლუგარის ლაბორატორიაში. აქედან მიღებული იყო 4 დადასტურებული პასუხი. პაციენტები გადაყვანილი არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. 50 პაციენტიდან ერთი არის რეამინაციაში, 49 არის თერაპიული პაციენტი, მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ არის. გუშინ მოგვიანებით მოვიდა ორი პასუხი, ეს იყო ჩვენი დაბალი მედპერსონალის პასუხები, დადასტურებული კორონავირუსი. მათი მდგომარეობა არის მსუბუქი, თუმცა ისინი გადაყვანილი არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ესენი გუშინდელი შემთხვევების რაოდენობაში შევიდნენ. გუშინ ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით შეჩერებული იყო მიღება კლინიკაში, სანამ არ განისაზღვრა მომსახურე პერსონალის ტემპერატურა, რის შემდეგაც ღამე გაიხსნა კვლავ მიღება. მედპერსონალთან ვისთანაც ჰქონდა შეხება, ყველას სია არის, კარანტინის მდგომარეობაში არიან გადაყვანილი, ვისთანაც შეხება ჰქონდათ. მათ შორის ის პაციენტები, ვისთანაც მუშაობდნენ, თუმცა მათი მომსახურები არეალი მცირეა. ვისგან გადაედოთ, ამაზე ეპიდემიოლოგები მიიჩნვენენ, რომ იმდენად მცირე დროა გასული, შესაძლოა, ეს შემოტანილი დაავადება ყოფილიყო. ანუ, მატარებლები ყოფილიყვნენ და ახლა გამოვლენილიყო. თუმცა მეორე აზრია, რომ შესაძლებელია, დასნებოვლებულიყვნენ. ჩვენი სამსახურიდან ხუთი პირია კარანტინში გადაყვანილი, ვისაც შეხება ჰქონდათ ორ მედპერსონალთან",-აცხადებს მარეხი ბექაია.


close დახურვა