logo
ENG



თბილისის ზღვის ჰოსპიტალი: თანამშრომლებთან დღეს მოხდება ტესტის აღება

10 ივნ 202011:29
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით კლინიკის თანამშრომლებს ტესტს დღეს აუღებენ, რადგან ხვალ მათ ახალი ბრიგადა ჩაანაცვლებს. 

"სამედიცინო დაწესებულებაში გადამოწმდა 19 პაციენტი. თანამშრომლებთან დღეს ხდება აღება, რადგან ხვალ უკევ იცვლება, ახალი ბრიგაგადა შემოდის",-აცხადებს მარეხი ბექაია.

რაც შეეხება ახალ დაინფიცირებულებს, მათი რაოდენობა ოთხით გაიზარდა და ერთ-ერთი სწორედ სამედიცინო პერსონალია.

"დაფიქსირდა კლინიკაში ორი კოვიდ პაციენტი, საიდანაც ერთი მაღალი გავლადობის ტვირთმზიდი მანქანის მძღოლი და მეორე ამსტერდამიდან ჩამოსული ახალგაზრდა კაცი. ორივე გადაყვანილია ინფექციურ კლინიკაში. საშუალო სიმძმის პაციენტები არიან და თანხმლები დაავადებები არ აღენიშნებათ",-განმარტავს მარეხი ბექაია. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-19-ის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ ეტაპზე 822-ია. ახალი ინფიცირებულებიდან ერთი სამედიცინო პერსონალია, ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება, ორი კი საკარანტინე ზონიდან არის გადაყვნილი. რაც შეეხებათ გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვიც 4-ით გაიზარდა, ხოლო ჯამში მთლიანი ციფრიდან 690 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.


close დახურვა