logo

თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილების სქემა გამოაქვეყნა

clock 0 clock 258 clock 02 აგვ 202014:53
თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილების სქემა გამოაქვეყნა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა.

დედაქალაქის მერია გამზირზე სატრანსპორტო გადაადგილების სქემას  ავრცელებს. უწყების ცნობით, ჭავჭავაძის გამზირიდან მარცხენა მოხვევით პარალელურ ქუჩებთან დაკავშირება აიკრძალა და შესაბამისად:

  • ვარაზისხევიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელია კეკელიძის ქუჩის გავლით.
  • ვაკის პარკიდან მოძრავ ავტომობილებს ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შეეძლებათ კავსაძის, მირცხულავას, ერისთავისა და თაყაიშვილის ქუჩების დახმარებით.
  • ფალიაშვილის ქუჩაზე ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია ცალმხრივად.
  • ვაკის პარკიდან აბაშიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელია მიშველაძის, კავსაძისა და მირცხულავას ქუჩებიდან.
  • აბაშიძის ქუჩაზე ვაკის პარკიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით შენარჩუნდება ცალმხრივი მოძრაობა.
  • ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელია მარჯვნივ მოხვევით ბერძენიშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის, მირცხულავას, ბაზალეთისა და ნაფარეულის ქუჩების გავლით.
  • ბაზალეთის, თაქთაქიშვილისა და ბერძენიშვილის ქუჩებიდან მარცხნივ მოხვევით შესაძლებელი იქნება ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკის მიმართულებით გადაადგილება.
  • ვაკის პარკიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით ყიფშიძის ქუჩასთან დაკავშირება შესაძლებელია მიშველაძის, მოსაშვილის ან აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩებიდან, ჭავჭავაძის გამზირის გავლით.
  • ჭავჭავაძის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება რამიშვილისა და ავალიშვილის ქუჩების გავლით. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელია ავალიშვილის ქუჩის დახმარებით.
  • ვაკის პარკიდან ვარაზისხევის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს ჭავჭავაძის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით მოხვედრა შეეძლებათ მიშველაძის, კავსაძის, მირცხულავას, ერისთავისა და თაყაიშვილის ქუჩებზე. მიშველაძე და თაყაიშვილის ქუჩები არის ცალმხრივად მოძრავი.
  •  აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელია შემდეგი ცალმხრივად მოძრავი ქუჩებით: ბერძენიშვილი, თაქთაქიშვილი, არაყიშვილი, ბაზალეთი და ნაფარეული.

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა