თბილისის მერის მოადგილე, სოფო ხუნწარია თანამდებობას ტოვებს. თუმცა, ამ თემაზე თავად მერის ყოფილი მოადგილე ჯერჯერობით არ საუბრობს.
პოსტი ხუნწარიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
თანამდებობაზე სოფო ხუნწარია 2018 წლიდან მუშაობდა. იგი, მერის მოადგილის რანგში, კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მიმართულებებს ხელმძღვანელობდა.