თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მარტში დაგეგმილი სპექტაკლები გადადო. ამის შესახებ განცხადება თეატრის ადმინისტრაციამ საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა.
ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო. სპექტაკლების განახლებული განრიგის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.