logo
ENG



თბილისის პროევროპული მარშის პარალელურად აქციები რეგიონებშიც არის დაგეგმილი

20 ოქტ 202412:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/20/jt9wrjplr94iudx.png

თბილისის პროევროპული მარშის პარალელურად აქციები რეგიონებშიც არის დაგეგმილი. აქციების მონაწილეები ახლოს მდებარე ქალაქებიდან თბილისში ჩამოვლენ.

ბათუმში ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული მარში 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, რის შემდეგაც ისინი ევროპის მოედანზე გადაინაცვლებენ.

შიდა ქართლიდან ავტოკოლონები დედაქალაქისკენ 15:00 საათიდან გამოვლენ. მოქალაქეები ქვეყნის ევროპული კურსის მხარდასაჭერად ძირითადად თვითორგანიზებულად მოდიან.

გორში მცხოვრები აქციის მონაწილეები ამბობს, რომ დღევანდელ მარშს დიდი მნიშვნელობა აქვს.

დღევანდელ მარშს რეგიონებიდან უერთდებიან ოპოზიციური პარტიებიც.

***

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - დღეს თბილისში, 19:00 საათზე 4 ლოკაციიდან თავისუფლების მოედნამდე მარში გაიმართება. პროევროპულ მარშს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება

 

 


close დახურვა