![kti5vlvcwqveq61.jpg](/uploads_script3/news/kti5vlvcwqveq61.jpg)
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ჯიშკარიანი Facebook-ზე ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, ჯიშკარიანი 8 სექტემბრიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. დეპუტატი თავს კარგად გრძნობს.