logo
ENG



თბილისის ტაქსის A და B კატეგორიის მძღოლებს სავალდებულო PCR ტესტირება ჩაუტარდებათ

20 იან 202111:31
3 წუთის საკითხავი
 
თბილისის ტაქსის A და B კატეგორიის მძღოლებს სავალდებულო PCR ტესტირება ჩაუტარდებათ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის ტაქსის A და B კატეგორიის მძღოლებს სავალდებულო PCR ტესტირება ჩაუტარდებათ კორონავირუსზე. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 20 იანვრის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და აღნიშნა, რომ მძღოლების ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჩატარდება. 

"ჩვენ გვაქვს სამწუხარო ფაქტი, როდესაც კონკრეტული ტაქსის მძღოლები აგრძელებდნენ მუშაობას მაშინაც, როდესაც ისინი დაინფიცირებულები იყვნენ. მე მგონია, რომ მათ არ იცოდნენ ამის შესახებ, იყვნენ უსიმპტომოები, მაგრამ პრობლემაა. მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები, დავაზღვიოთ, როგორც ტაქსის მძღოლები, ასევე ისინი, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობენ ტაქსის სერვისით", - განაცხადა კახა კალაძემ. 

 


close დახურვა