logo
ENG



თბილისის ქუჩებსა და რეგიონებში ამ წუთებში აქცია-მსვლელობები იმართება

18 დეკ 201920:00
3 წუთის საკითხავი
 
rm16xtlz1llaov2.jpg

საზოგადოება 15 წლის ლუკა სირაძეს გლოვობს, მოზარდს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მას შემდეგ, რაც მასზე პოლიციაში სავარაუდოდ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.

აქცია-მსვლელობები იმართება ამ წუთებში თბილისის ქუჩებსა და რეგიონებში. მასშტაბური პროტესტით შინაგან საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილის გადადგომას მოითხოვენ.

დაღუპული მოზარდის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული გამომძიებლის გარდა, არასრულწლოვანზე მინიმუმ სამმა სამართალდამცველმა იძალადა. დაკითხვისას მოზარდები უკანონოდ დაუპირისპირეს ერთმანეთს.

პოლიცია, რომელიც წესით მოქალაქეებს უნდა იცავდეს, ძალადობს მათზე.

დანაშაულებრივ სისტემას პროტესტს უცხადებენ ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები, რომლებიც მსვლელობით მივიდნენ პარლამენტის შენობასთან. გზად მათ სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ და სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალება არ მისცეს, იყო ხმაურიც.


close დახურვა