logo
ENG



თბილისის 30-ზე მეტ მისამართს ხვალ შუქი არ ექნება - ქუჩების ჩამონათვალი

22 ივლ 202217:27
3 წუთის საკითხავი
 
თბილისის 30-ზე მეტ მისამართს ხვალ შუქი არ ექნება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 ივლისს თბილისის 30-ზე მეტ მისამართს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 

შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს:

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის, აბაშიძის, რაზმაძის, ფალიაშვილის, ბადრი შოშიტაიშვილის, ბარნოვის, შატბერაშვილის, იოველ ქუთათელაძის, ქობულეთის, მცხეთის, ჯანაშვილის, კეკელიძის, თაქთაქიშვილის, შროშის, ბესიკ ბურკიაშვილის, ნაფარეულის და რაფიელ ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.


close დახურვა