logo
ENG



თბილისი პრაიდის ოფისს რადიკალმა ჯგუფებმა საღებავები შეასხეს

08 ივნ 202017:20
3 წუთის საკითხავი
 

"თბილისი პრაიდის" ოფისს რადიკალმა ჯგუფებმა საღებავები შეასხეს. ოფისთან უკვე რამდენიმე დღეა გურამ ფალავანდიშვილი და მისი მხარდამჭერები აქციებს მართავენ.

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის თქმით, აქციის მონაწილეებმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ შენობას, სადაც პრაიდის ოფისი მდებარეობს, დღეს საღებავები და კვერცხები დაუშინეს.

თაბაგარი ამბობს, რომ პოლიციამ თავდამსხმელებს სურათები გადაუღო და გამოძიებაც დაიწყო, თუმცა თბილისი პრაიდის ორგანიზატორს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს. 

"პოლიციამ შეამჩნია, თუ ვინ გააკეთა ეს და ფოტოებიც გადაუღეს, ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება. თუმცა ბევრი ისეთი საქმეც გვინახავს, როდესაც გამოძიება შორს არ წასულა", - აღნიშნა თაბაგარმა. 


close დახურვა