logo
ENG



თბილისში, ქუთაისში, გორში, რუსთავსა და ფოთში სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო

11 სექ 202015:15
3 წუთის საკითხავი
clock 5582

თბილისსი, ქუთაისში, გორში რუსთავსა და ფოთში სასწავლო დაწესებულებებში სწავლის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადაიგო. ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა. მისივე განმარტებით, 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყება სწავლა ყველგან, მათ შორის, ეს ეხება კერძო დაწესებულებებსაც.

"საბჭომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისევე როგორც ბათუმში, სასწავლო პროცესი გადაიდოს 1-ლ ოქტომბრამდე. ოღონდ მსხვილ ქალაქებში, ისეთში როგორიც არის, თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი, ფოთი. ამ ქალაქებში ნებისმიერი სასწავლო პროცესი დაიწყება 1-ლი ოქტომბრიდან",-განაცხადა გიორგო გახარიამ.

11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით ინფიცირების 1 917 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. 19 ადამიანი ვირუსის შედეგადაა გარდაცვლილი.

 


close დახურვა