თბილისში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე კაცი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დაჭრის ფაქტს ადასტურებენ - უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.