logo
ENG



თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ხანძარია - ცეცხლი საცხოვრებელ სახლს უკიდია

12 ივლ 202214:38
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ხანძარია.

ცეცხლი საცხოვრებელ სახლს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

განახლება

საგანგებო სიტუაციების მართვსი სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ხანძარი ლოკალიზებულია. მისივე თქმით, ცეცხლი იტალიური საცხოვრებელი ტიპის სახლზე, დაახლოებით 1000 მეტრ კვადრატზე იყო გავრცელებული.

"დროულად მოხდა მაშველების მობილიზება და ხანძრის პროცესის განხორციელება. შესაბამისად, ხანძარი დროულად იქნა ლოკალიზებული. დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია გვაქვს ერთ მოქალაქეზე, რომელსაც მსუბუქი დამწვრობა აქვს მიღებული. ასევე, მეხანძრე-მაშველების მიერ განხორციელდა სახლიდან 6 მოქალაქის ევაკუაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები"- აღნიშნა მან.


close დახურვა