თბილისში, მუხრანის ქუჩაზე ავტომობილი გაზის მთავარ მილს დაეჯახა, რის შედეგადაც მილი გასკდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქუჩაზე შესასვლელები ჩაკეტილია. ისინი ამბობენ, რომ ტერიტორიაზე გაზის სუნია და აფეთქების საშიშროებაც არსებობს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომობილის მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
შსს-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა და ადგილზე უსაფრთხოების ყველა ზომაა მიღებული.