logo
ENG



თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა - მძღოლი ადგილიდან მიიმალა

18 აპრ 202321:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/18/c3vh8w3bex12bp2.jpg

თბილისში, კალაუბნის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. 

ცნობილია, რომ ავტომობილის შეჯახების შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა. მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

ფორმულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.


close დახურვა