FlightRadar-ის თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი - Boeing C-17A Globemaster III დაეშვა.
ხომალდი საქართველოში გერმანიიდან, რამშტაინის აშშ-ის სამხედრო ბაზიდან ჩამოფრინდა, ის თბილისში 16:00-ზე დაეშვა.
მარშრტუტზე აფრენის ადგილად, გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ამერიკული ბაზაა მითითებული. ის ემსახურება აშშ-ის საჰაერო ძალებს ევროპაში.
ფორმულამ შეკითხვით - რა მიზნით ჩამოფრინდა თბილისში აშშ-ის სატვირთო თვითმფრინავი - საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მიმართა. „საჰაერო ხომალდების ასეთი გადაადგილება აშშ-ის სამხედრო სატრანსპორტო ოპერაციების ჩვეულებრივი ნაწილია და რეგულარულად ხორციელდება პარტნიორებთან კოორდინაციით“- მოგვწერეს საელჩოდან.
