logo
ENG



თბილისში გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს

02 აგვ 202015:13
3 წუთის საკითხავი
clock 3146
თბილისში გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს

თბილისში პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. ეს ინფორმაცია "ფორმულას" გოგი თოფაძემ დაუდასტურა. დაჭრილია, ასევე, კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას შვილია. 

გოგი თოფაძის თქმით, მისი შვილიშვილი რამდენიმე მეგობართან ერთად შინ იყო, როდესაც თავდამსხმელმა იქ მყოფ ერთ-ერთ ნაცნობს დაურეკა, მათთან მყოფი ქალი მოიკითხა, შემდეგ სახლში მივიდა და მის შვილიშვილს თავს დაესხა.

"ჩემთვის უცნობი პირია, სამ საათზე ამოვიდა ჩვენთან სახლში სამი ბიჭი და 1 გოგო, მეგობრის ნათესავი. ამოვარდა ეს ბიჭი, არ ვიცი, რა აინტერესებდა, დილის 5 საათი იყო, ეცა ჩემს შვილიშვილს, დაარტყა დანა, 4-ჯერ დაარტყა, ძალიან ღრმა ჭრილობა აქვს და ახლა წევს საავადმყოფოში, გონზე არ არის მოსული. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

ერთ-ერთს, რომელიც ჩვენს სახლში იყო, იცნობდა ეს თავდამსხმელი, დაურეკა, სად ხართო. უთხრა, აქ არის ის ქალბატონიო. წამოვიდა მანქანით, დახვდა ეს ნაცნობი, ამოიყვანა სახლში და პირდაპირ დაარტყა ჩემს შვილიშვილს. არაფერი საერთო არ ჰქონდა ჩემს შვილიშვილს მაგ საქმესთან", - აცხადებს თოფაძე.

თოფაძე დაჭრილი შვილიშვილის მოსანახულებლად ხეჩინაშვილის კლინიკაში მივიდა, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. კლინიკაში არიან, ასევე, ჟვანიას ოჯახის წევრებიც, თუმცა ისინი მედიასთან ურთიერთობას თავს არიდებენ. 


close დახურვა