თბილისში სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 4 მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.