თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა.
მომხდარი "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.