logo
ENG



თბილისში შუახნის ქალი მოკლეს

20 აპრ 202000:05
3 წუთის საკითხავი
 
zkgo34rdpvd00zv.jpg

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით შუახნის ქალი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, ქალი ბრმა ტყვიას ემსხვერპლა. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ღია სივრციდან ტყვია ჯერ ფანჯარას, შემდეგ კი, მას მოხვდა. გარდაცვლილს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

როგორც „ფორმულას“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


close დახურვა