მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა გადაიდო. მისი განმარტებით, მიზეზი ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებაა.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თეატრები და კინოთეატრები 1-ლი ნოემბრიდან გაიხსნება.
კინოთეატრები 15 სექტემბრიდან, თეატრები კი 1-ლი ოქტომბრიდან უნდა გახსნილიყო.