logo
ENG



თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, გაზის დაგროვებაა

29 ოქტ 201907:35
3 წუთის საკითხავი
 
hqw4bl10eyqwumc.png

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე  მომხდარი აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვებამ გამოიწვია. "თბილისი ენერჯი" მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მათი დანადგარები იქნება რაიმე ტიპის საფრთხის შემცველი, მიმართონ კომპანიას ცხელ ხაზზე.

„ზამთრის პერიოდის მოახლოებასთან ერთად მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ბუნებრივია იწყებს გაზდანადგარების ჩართვას, შესაბამისად უმორჩილესად ვთხოვთ  ყველა მოქალაქეს მოგვმართონ თბილისი ენერჯის ცხელ ხაზზე იმ შემთვევაში თუ მათი დანადგარი იქნება რაიმე ტიპის საფრთხის შემცველი აუცილებლად შევამოწმებთ,“-განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, 77 წლის მამაკაცს სხეულის 35% დაეწვა. დაშავებულის მკურნალი ექიმის, გუგა ქაშიბაძის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

„35% დამწვრობა აღენიშნება მას თავი მთლიანად აქვს დამწვარი, ნაწილობრივ გულმკერდის ზედაპირი, ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება რაც სავარაუდოდ გაზის აფეთქებამ გამოიწვია მისი მდგომარეობა მძიმეა, ის მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში მას უტარდება დამწვრობის შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა,“-გუგა ქაშიბაძე.

რაც შეეხება, 38 ნომერში მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებს, 15 ოჯახიდან 5 სასტუმროში გადაიყვანეს. ნაწილი კი დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 


close დახურვა