logo
ENG



თეთნულდიდან 2 მთამსვლელი გამოიყვანეს, დარჩენილი 4-დან ერთი ნაპრალშია გადავარდნილი

13 აგვ 202212:02
3 წუთის საკითხავი
 

სვანეთში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტების გადარჩენას ცდილობენ. 

სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მეტეოროლოგიური პრობლემების გამო, ვერტმფრენი ოპერაციაში დღეს, 13 აგვისტოს დილით ჩაერთო. 

მათ 6 ტურისტიდან 2 თეთნულდიდან მესტიაში გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაშავებულ მთასვლელთა ინფორმაციით, მათი ჯგუფიდან სამი წევრი დამოუკიდებლად გადაადგილდება, მეოთხე ადამიანი კი ნაპრალშია გადავარდნილი. 

სამაშველო ოპერაცია გრძელდება. 


close დახურვა