თეთრიწყაროში მეორე დღეა ახალგაზრდა ქალს ეძებენ. ის სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მისი ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია.
როგორც „ფორმულას“ შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.