logo
ENG



თეთრი სახლის ვახშამზე სროლის საქმეზე დაკავებული კოულ ტომას ალენია

26 აპრ 202617:20
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/26/re7cln67pw2hxc9.png

ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ვახშამზე 25 აპრილს მომხდარი სროლის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 31 წლის კოულ ტომას ალენია, რომელიც კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორანსიდანაა.

გამოძიების მიხედვით, კოულ ტომას ალენი ღონისძიების ერთ-ერთი სტუმარი იყო. წინასწარი შეფასებით, ის მარტო მოქმედებდა.

CNN-ის ინფორმაციით, ალენი მუშაობდა მასწავლებლად და ვიდეოთამაშების შემქმნელად. მას დასრულებული აქვს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი აქვს.

დაკავების შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, მან განაცხადა, რომ მისი სამიზნე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იყვნენ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინციდენტის შედეგად არ დაშავებულა და უსაფრთხოდ გაიყვანეს.

კოულ ტომას ალენის სასამართლო პროცესი 27 აპრილს გაიმართება.


close დახურვა