logo
ENG



თეთრი სახლის თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა - ტრამპს ყოველდღე ტესტირებას ჩაუტარებენ

08 მაი 202012:42
3 წუთის საკითხავი
 

დონალდ ტრამპს კორონავირუსზე ტესტირება ყოველდღიურად ჩაუტარდება. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღეს, რაც თეთრი სახლის თანამშრომელს ვირუსი დაუდგინდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული სამხედროა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის დასავლეთ ფლიგელში მუშაობს და ტრამპის ყოველდღიურ საჭიროებებზე ზრუნავს.

თავად ქვეყნის ლიდერი აცხადებს, რომ დაავადებულთან აქტიური კონტაქტი არ ჰქონია. პრეზიდენტთან ერთად ყოველდღიურად შეამოწმებენ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსაც


close დახურვა