logo
ENG



თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო

26 აპრ 202610:12
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/26/0fxzdh110yceyi3.png

თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელიც ვაშინგტონში სასტუმრო „ჰილტონში“ იმართებოდა და რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ესწრებოდნენ, სროლა მოხდა.

მედიის ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი და თავდაცვის მდივანიც.

სროლის შემდეგ აშშ-ის კაბინეტის წევრების ევაკუაცია განხორციელდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, დაკავებულია თავად თავდამსხმელი.


close დახურვა