logo
ENG



თეთრი ხალათი ხელშეუხებელია - საოკუპაციო ხაზთან აქცია გაიმართა

15 დეკ 201919:15
3 წუთის საკითხავი
 
wxp9pnhp7t209xt.jpg

სამედიცინო საზოგადოება, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვა წევრები დღეს ერთმა მოთხოვნამ გააერთიანა - გათავისუფლდეს უკანონო ტყვეობიდან ვაჟა გაფრინდაშვილი. გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა პრობლემის შესახებ დეტალურად უამბეს ევროპელ დამკვირვებლებს, რომლებიც წლებია საოკუპაციო ხაზთან ვითარებას აკვირდებიან. დამკვირვებლებთან კომუნიკაციაში მათ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეხმარებოდა. 

გარდა ამისა, ექიმის ოჯახის წევრებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე თეთრი ხალათი და ბუშტები გაგზავნეს. ევროპელი მონიტორები არ იყვნენ დღევანდელი აქციის ერთადერთი უცხოელი სტუმრები. ოძისში სპეციალურად ჩამოვიდა ცნობილი ფრანგი რეპორტიორი, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე შეისწავლა და რუსულ ოკუპაციაზე დოკუმენტურ ფილმს ამზადებს. 

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის ამბავი დღეს საოკუპაციო ხაზიდან უცხოელ კოლეგებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმაც შეახსენა. საოკუპაციო ხაზთან „ქართული ოცნებიდან“ დღეს მხოლოდ დიმიტრი ხუნდაძე ჩავიდა. თუმცა ავტოკოლონა რომელიც თბილისიდან გაემგზავრა, ოძისში რატი იოთანამაშვილმა გააცილა.

აქციის მონაწილეები ერთობის დემონსტრირების მიზნით ცოცხალ ჯაჭვში ჩადგნენ. ამ გზით ისინი ახსენებენ საოკუპაციო რეჟიმს, რომ თეთრი ხალათი ხელშეუხებელია.

 

 


close დახურვა