logo
ENG



თეთრ სახლთან პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა

23 ივნ 202009:54
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა საპროტესტო აქცია  თეთრ სახლთან. დაპირისპირება  მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებმა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ენდრიუ ჯექსონის ძეგლის აღებას შეეცადნენ. 

პროტესტი მონაწილეებმა ქანდაკებას ჯაჭვები და თოკები გამოაბეს,   სამართალდამცველებმა  კი მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.  აქციის მონაწილეების განცხადებით, ძეგლი კოლონიალიზმისა და რასიზმის სიმბოლოს წარმოადგენს.   ენდრიუ ჯექსონს  ინდიელების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკიის გატარების გამო აკრიტიკებენ.  


close დახურვა