logo
ENG



თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში 70 წლის კაცს ეძებენ

11 აგვ 202009:13
3 წუთის საკითხავი
 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში 70 წლის კაცს ეძებენ. იგი სახლიდან ოთხი დღის წინ დილით გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

დაკარგულს საპატრულო და სამაშველო დახმარების ჯგუფებთან ერთად ადგილობრივებიც ეძებენ. კაცი, რამდენიმე ადამიანმა შენიშნა, თუმცა კვალი მალევე დაკარგეს. სამძებრო პროცესში ჩართულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. 

 


close დახურვა