თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში კაცი მოკლეს.
მკვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათი ცნობით, დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირი დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.